ანაკლიის პორტს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ააშენებს

ანაკლიის პორტს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ააშენებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„20 მაისს ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა. ეს არის კომპანია CCC და ჩაინა ჰარბურ ინვესტმენტი, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“. „ჩინდაო პორტი“ ტვირთბრუნვის მიხედვით მსოფლიოში მე-6, მე-7 ადგილზეა ტვირთბრუნვის მიხედვით და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა.
უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება და გამოვავლენთ გამარჯვებულ კომპანიას, შემდეგ კი ვიმსჯელებთ ხელშეკრულებების პირობებთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორთა შეთანხმებაზე, რის შემდეგაც გავაფორმებთ შეთანხმებას კერძო პარტნიორთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში 51%-იანი წილი სახელმწიფოს, ხოლო კერძო პარტნიორს 49% ექნება.