„ანაკლიის პორტს ჩინური ტვირთის გარეშე არანაირი აზრი არ აქვს” – პაატა კვიჟინაძე

„ანაკლიის პორტს ჩინური ტვირთის გარეშე არანაირი აზრი არ აქვს” – პაატა კვიჟინაძე
უმრავლესობის დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ანაკლიის პორტის კონკურსში ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოსულან, რაც სწორი გადაწყვეტილებაა და ჩინური ტვირთის გარეშე ანაკლიის პორტს არანაირი აზრი არ აქვს.
„ანაკლიის პორტის კონკურსში, სამწუხაროდ ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასოდეს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ. იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არანაირი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. რაც არის და , თუ იმას რეკონსტრუქცია გაუკეთდება, გავაძლიერებთ და ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისთვის. მაგრამ თუ ჩვენ 100 მლნ-იანი პორტი გვინდა, რაზედაც ვსაუბრობთ და რისი სურვილიც გვაქვს, მაშინ აქ ჩინური ტვირთი უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან 800 მლრდ-ს ვაჭრობს, აქედან 5%-ც კი რომ წამოვიდეს, უფრო ნაკლები, მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ.
იცით, რომ ეს მხოლოდ ჩვენი თემა არ არის. ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გაიაროს ყაზახეთი, პორტი აქთაუ, შემდეგ აზერბაიჯანში შემოდის და შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც წამოვიდეს. ამიტომ, მან ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი, იმ კუთხით, რომ ისინი პრაქტიკულად შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონეები. ეს არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი”, – აცხადებს კვიჟინაძე.