“ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან” – მამუკა ხაზარაძე

დღეს, ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მ, როცა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც ამომრჩეველს პირდება და კიდევ ერთხელ დააკონკრეტა, რომ პირველი სამი დაპირების შესრულებას, პირველივე სამ კვირაში შესძლებს გუნდი, თქვა, რომ ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
ჩვენი გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. რაც ნიშნავს იმას რომ ანაკლიის პორტის აქციების შეთავაზება მოხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
ანაკლის პორტის, ანაკლია სიტის და სხვა მეგა-პროექტების დაწყებით, საქართველოში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ანაკლიის პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის ისტორიული ფუნქციის დაბრუნება, არამედ ქვეყნის ძირითადი დოვლათის და სამუშაო ადგილების შემქმნელი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, – განაცხადა ხაზარაძე,
(R)

ასევე დაგაინტერესებთ