ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მართვის უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა, ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.
დოკუმენტის მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის 100%-იანი წილის მართვის უფლება, უსასყიდლოდ, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.
„შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“,- ნათქვამია განკარგულებაში.




