აქტივისტი, როსტო ზარანდია აცხადებს, რომ ის ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა ანაკლიის „საძოვარზე“ Megobari ACT-ის დაწერის გამო. მერიის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ოქმი მას ზუგიდის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მიუტანეს.
„აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“, – წერია ოქმში.
როსტო ზარანდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მან ანაკლიაში საძოვარზე 380-მეტრიანი გეოგლიფი, რომელზეც Megobari ACT-ი იყო გამოსახული, ტრაქტორით 13 ნოემბერს შეასრულა.
Megobari ACT აშშ-ი ინიციირებული კანონპროექტია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
ფორუმი




