ანაკლია არ აშენებულა, ბაქო-სუფსას მილსადენი გაჩერებულია, BTK რკინიგზა მინიმალურ დატვირთვაზეა – გილაური შუა დერეფანზე

გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში საქართველოს ექსპრემიერი ნიკა გილაური ხაზს უსვამს წლების განმავლობაში შეფერხებულ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად გარდაქმნის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, ამის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მათი განხორციელება ვერ ხერხდება, მაგალითად ანაკლიის პორტი, რომლის პროექტის განხორციელება მთავრობამ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რამდენიმე წლით შეჩერდა, სანამ ის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს არ გააქტიურდა, თუმცა 2020 წლის დასაწყისში მთავრობამ ამ პროექტზე არსებული საინვესტიციო შეთანხმება მოშალა, 2024 წლის 22 ოქტომბერს კი პორტის მშენებლობას საფუძველი ხელახლა, წინასაარჩევნოდ ჩაუყარა. ასევე გაჭიანურებულია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვნად ამუშავების საკითხიც, ბაქო-სუფსას მილსადენით კი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირება ს მიერ ში შეჭრის შემდეგ შეჩერებულია.