„ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში“ – რომან გოცირიძე

„ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით – მისი შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გოცირიძის განმარტებით, ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს.
მისი თქმით, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ს შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს.
„ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში. ტერიტორიაზე, სადაც, 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება. მაგრამ ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. კომუნისტური პარტიის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც თავდაცვისა და სხვა სახის ობიექტებს აშენებს ჩინეთში – ასე ამბობს ელჩი.
ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები საოცრებას ახდენს, ყვავის და ჩინეთში არსებობს საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორატიული ბიზნესი. აქ საუბარია ორმაგ მიღებულ მხარეზე. შანხაის რომელიღაც კომპანიას რომ აეშენებინა, სადაც თუნდაც ჩინური აქციები ღია ბაზარზე იყიდება – ეს ერთია და როდესაც მთავრობა აშენებს, კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტს, ბუნებრივია, რომ ის რისკებს შეიცავს. ელჩის შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, – აღნიშნა რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, საქართველოში -ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ანაკლიის პორტზეც ისაუბრა.
„CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“ – განაცხადა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ipn.ge