ანაკლიაში სკვერის – „აფხაზეთის კუთხე“ მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს ერთობლივი ორგანიზებით, ანაკლიაში სკვერის – „ს კუთხე“ მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა წოწერიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ნინო ვიბლიანთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა და სიმბოლურად ნერგები დარგო.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე, ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს შორის სკვერის – „აფხაზეთის კუთხე“ მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა.
სკვერის მოწყობის მიზნით, ეკონომიკური პროგრამების სააგენტომ შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს 100 ელდარის ფიჭვისა და 50 ტუიას ნერგები გადასცა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ თანამშრომლებსა და შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს, რომელთაც უდიდესი ძალისხმევა გაწიეს ამ საოცარ სილამაზეში, ანაკლიაში სკვერის მოწყობის საქმეში. ასეთი განწყობით ძალიან მალე შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – რატომ ვერ წყვეტენ ომებს, დაფიქრებულხართ? ასეთი ამბებია და წარამარა საქართველოსთვის იცლიან, კიდევ რაღაც რეზოლუცია მიიღეს – ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაც იყვიროს