ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება, 3000-მდე კურსდამთავრებულს ექნება საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა

ანაზღაურებად სტაჟირებაზე ცხადდება კონკურსი, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შეტანა.
„ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისათვის. უკვე ცხადდება კონკურსი, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შემოტანა კურსდამთავრებულებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება.
უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩატარდება ორ ეტაპიანი კონკურსი, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება გასაუბრებები. მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც შექმნის მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად