“ამ 100 ლარს არ მივსტირი… შევეცდები ავხსნა, რომ ჩვენ ყაჩაღი ხელისუფლება გვყავს” – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი:
მე შევეცდები ავხსნა რომ ჩვენ ყაჩაღი ხელისუფლება გვყავს, ეს ასეა, არც მეტი არც ნაკლები, თავად ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია, საბანკო სისტემა, თუ რომელიმე სხვა სახის დაწესებულება, არის სრული ამ სიტყვის მნიშნელობით ყაჩაღი, მე ამ 100 ლარს არ მივსტირი. რამოდენიმე დღის წინ მეგობარმა დამირიცხა 100ლ. ბანკომატმა რატომღაც 55 მაჩვენა ბალანსი, მაგრამ 55 განაღდებაზეც უარი მითხრა, რა გაეწყობა, მივაკითხე ბანკს, და ვუხსნი, თან მობილ ბანკი მაქვს, ვიცი ჩემი შემოსული და გასული ყველა თეთრი, ვუხსნი ბანკის თანამშრომელს, სად დაიკარგა მეთქი ეს თანხა, პასუხი დოლარის ეკვივალენტში გქონდაო და რახან კურსმა აიწია 45 ლ წაიღესო, ვეკითხები 100 ლარიანი 45 წაიღეს? პასუხი ხო, მაშინ ის 55 მაინც გამინაღდეთ მეთქი, კარგიო არ გასულა 1წუთი ის 55 წაუღიაო, არ გავბრაზებულვარ ის თანამშრომელია, მისი რა ბრალია, მაგრამ შეეცადა დავერწმუნებინე იმაში რომ ბანკი არ ტყუის, მე თანხა სამართლიანად ჩამომაჭრეს. ერთი სიტყვით რისი თქმა მინდა, ვის მოგწონთ ეს ყაჩაღი მთავრობა თავისი საბანკო თუ სხვა სისტემებთან ერთად, ღმერთმა შეგარგოთ რა, მე ნამდვილად ვიცი ეს სახლმწიფო რომ ყაჩაღია და ჩამოშლილია თავისი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ჩათვლით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე