ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, სოფოს, “მთავარ არხს” | ნიკა გვარამია პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოზე

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ს ნიუ-იორკში პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
“ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ცოლ-შვილს, სოფოს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით მან ყველაზე მეტი გააკეთა ჩემი თავისუფლებისთვის, ვუძღვნი მთავარ არხს, რომელიც ჩემი დიდი ოჯახია და რომელიც არანორმალურად მიყვარს. მე ვფიქრობ, რომ CPJ-ის მიერ ამ პრემიის გადაცემა იყო არა მარტო იმის აღნიშვნა, რომ მე ეს დავიმსახურე, არამედ, პირველ რიგში იყო განაცხადი, რომ ევროპა არ არის ავტორიტარებისგან თავისუფალი ტერიტორია, ევროპა არ არის პოლიტპატიმრებისგან თავისუფალი ტერიტორია და საქართველო, დიახ, მას ჰყავს პოლიტპატიმრები, ის არის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
“მთავარი არხის” დამფუძნებელთან ერთად კიდევ სამი ჟურნალისტი დაჯილდოვდა: შაჰინა კ.კ. – ინდოეთიდან, მარია ტერეზა მონტანო – მექსიკიდან და ფერდინანდ აიიტე – ტოგოდან.