“ამ ხალხს რაც უნდათ არის, რომ არავინ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში” – სამადაშვილი ყაველაშვილის შეთავაზებაზე

“ძლიერი საქართელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილება. ასე ეხმაურება ის “ქართული ოცნების” პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი, რომ არჩევნებში მონაწილების პირობის შემთხვევაში მათ შეიწყალებს.
“ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლოგიკური აზროვნება 2×2=4-ს დონეზე, დღეს ყაველაშვილის განცხადებას რომ მოისმენდა, მიხვდებოდა, რომ ამ ხალხს ერთადერთი რაც უნდათ არის, რომ არავინ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში”, – განაცხადა სამადაშვილმა TV პივრელის ეთერში.
ის ირწმუნება, რომ ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილება არის ქართველი ხალხის ინტერესი.
“პარტიების ფორმაში ყოფნა და ბრძოლისუნარიანად ყოფნა, მათ შორის, ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლის შესაძლებლობის გამოყენება, ახირება კი არ არის, პირველ რიგში, საიდანაც გამოვდივართ, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესები. რა არის ქართველი ხალხი ინტერესი? ქართელი ხალხის ინტერესი არის, რომ ყავდეს პოლიტიკური აქტორები, რომელსაც შეუძლია ამ რეჟიმთან ბრძოლა. პარტიები არიან ასეთი აქტორები და მათ უნდა გაიძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები”, – ამბობს სამადაშვილი.
გარდა ამისა, სამადაშვილი ამბობს, რომ ყაველაშვილის შეთავაზების მიზანი ოპოზიიცაში განხეთქილების გამოწვევაა.
ყაველაშვილს გამოეხმაურა “ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძეც. მან განაცხადა, რომ პარტია არ ივაჭრებს “რუსულ რეჟიმთან” და ყაველაშვილს რუსული ხომალდის მიმართულება მიუთითა.
ამავე თემაზე:
· შეწყალება არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ – ყაველაშვილის შეთავაზება დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს