ამ წუთიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს — პაატა ბურჭულაძის სიტყვა თავისუფლების მოედანზე

პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე, 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს არა საპროტესტო აქცია, არამედ ეროვნული კრება და წაიკითხა დეკლარაცია, დააყენა საკითხები, რასაც მოქალაქეები ხმამაღალი სკანდირებით შეხვდნენ.
„ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს“, — ასეთია პაატა ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების გადაწყვეტილება.
„ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად. დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ!
ჩვენ არ ვართ აქ მოსული შეტაკებებისთვის. ჩემი შვილიშვილებიც აქ არიან. მაგრამ ჩვენ ვერ წავაგებთ. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ. დღეს არის არა აქცია, არამედ ეროვნული კრება. ეროვნულ კრებას კი სჭირდება დეკლარაცია, რომელიც ხელში მიჭირავს.
თუ თქვენ ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს.
4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ, რომ ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ხალხის ნებას.
საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას უზურპატორისგან, რომ დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.
ს არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხებს:
· ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.
· ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული ს საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
· ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას. ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვას.
ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი ამას გადაუხვევენ, ე.ი. ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას.
და მათ გასაგონად, კიდევ უნდა მივცეთ ხმა ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოცნების წევრ 6 ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები, რომელთაც აქამდე მოგვიყვანეს. მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში:
·
·
· ანზორ ჩუბინიძე
·
·
· ბიძინა ივანიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას