ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე IT სპეციალისტების იკრიბებიან.
IT სპეციალისტების მხრიდან, ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგო ეს უკვე რიგით მესამე დიდი პროტესტია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული პირები.
სულ ვიქნებით ამ ბრძოლაში. აიტი ტექ კომუნა ყოველთვის პროფესიული ადამიანებითაა სავსე და ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს ბანერები, სადაც „ქართული ოცნების“ ის სახეები არიან წარმოდგენილი, რომლებიც მათი შეფასებით, ქართული პოლიტიკიდან უნდა წაიშალონ.