,, ამ წუთებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს” – თეგეტა ჰოლდინგი

,,” გურიაში არსებულ სტიქიას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ.
,,უკვე რამდენიმე დღეა, რაც დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის.
ამ წუთებში, „ ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.
გარდა ამისა, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შევუკვეთეთ მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებიც მაქსიმუმ 2-3 დღეში საქართველოში იქნება და მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადავცემთ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ სტიქიასთან გამკლავებას.” – წერია განცხადებაში.