პარტია “საქართველოსთვის თავჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
ამ წუთას ცესკოს თავმჯდომარემ უზარმაზარი ტყუილი თქვა რუსთავი 2-თან. სიების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დარღვევააო. ჯერ ერთი, მოთხოვნა იყო და არის იმ ამომრჩეველთა სიის გადაცემა ნეიტრალური, დაცული პლატფორმისთვის, ვინც გაიარა ვერიფიკაცია. მეორე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობასაც იძლევა, როცა მაღალი საჯარო ინტერესია. არ არსებობს იმაზე მაღალი საჯარო ინტერესი, ვიდრე იმ მოქალაქეების ინტერესია, ვისაც ხმები მოპარეს. ამის ნაცვლად, რას აკეთებს ცესკოს თავმჯდომარე? 10 დღეზე მეტია მონაცემებს მალავს და გადასცემს პროკურატურას, რომ ივანიშვილს ეს ყველაფერი საიმედო ხელში ჰქონდეს და გამოირიცხოს არჩევნების გაყალბების დადგენის შესაძლებლობა. თან ხალხს ატყუებს. ეს არის სიმართლე. და მაინც, მაინტერესებს, ამ კაცს, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი გაყალბებაზე, როდის იბარებთ მინიმუმ გამოკითხვაზე საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia