პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,შეთქმულების თეორიები ღრმად არის ჩამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში. წესით, მეცნიერება, განათლება, ცოდნა, ინფორმირებულობა უნდა იყოს ამის მტერი. ზოგადად, ასეცაა, მაგრამ ზოგჯერ ისიც უსუსურია აზროვნების ამ უცნაური გამოვლინების წინაშე. ბევრ განათლებულ ადამიანს დღემდე სჯერა, რომ ადამიანი მთვარეზე არ დამჯდარა.
ადგილობრივი მასშტაბის შეთქმულების თეორია მოედო ჩვენში, ფეხბურთის გულშემატკუვართა უპირატესად ოპოზიციურ ნაწილში-თურმე ბუდუ ზივზივაძეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩაგრავენ. ეს რა თქმა უნდა ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს-სად, ვიღაცებს მასონების და მსოფლიო საიდუმლო მთავრობის რომ სჯერათ და სად ფრანგი მწვრთვნელის, სანიოლისა და ფეხბურთის ფედერაციის შეთქმულებას სერიოზულად რომ აღიქვამენ.
ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სანიოლი დიდი ალბათობით დატოვებს საქართველოს ნაკრებს. ირლანდია რამდენიმე თვეა მწვრთვნელს არ ნიშნავს, პასუხს ელოდება მისგან. თანაც, ჩვენი ფრანგი მწვრთვნელი ამ ჩემპიონატზე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთვნელია, მხოლოდ 200 ათას ევროს გამოიმუშავებს წელიწადში. ეს მთელი ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია მთლად ყველაზე დაბალი თუ არა. ჩვენს ქვეყანაში თითქმის ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, ბუნებრივია, რომ სხვაგან გადასვლა მისთვის არა მხოლოდ ფინანსური მოტივებით იქნება უკეთესი. წინსვლა და ახალი გამოცდილება სჭირდება ადამიანებს.
ჰო და, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ამ პატიოსან კაცს, კობახიძე-კალაძე-კობიაშვილის დუდუკზე რომ იცეკვოს?
საფეხბურთო თვალსაზრისით, თუ ვინ აჯობებდა შემადგენლობაში, ეს კამათი ფეხბურთის გაჩენის დღიდან მოდის. მწვრთნელებიც რომ ცდებიან და არც თუ ისე იშვიათად, არც ესაა ახალი ამბავი.”