“ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი” – რას აცხადებს ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის მორიგი გზავნილი – ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, ვიმუშავოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული. მაგრამ, მინდა ძალიან ღიად გითხრათ — თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, თუ საქართველო იქნება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და იქედან მუშაობა, თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომელზეც მოლაპარაკებაც აღარ არის საჭირო”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ს შემდეგ “ოცნების” ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობის” გასამართლებით და ოპოზიციის აკრძალვით იმუქრება.