თამარ კორძაია, როემლიც საკონტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის ინტერესების დამცველია, საკონსტიტუციო სასამართლოს სთავაზობს, “ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე” გახდეს.
ევროკომისია აფასებს სახელმწიფოს პროგრესს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ის არ იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი არის ქვეყანაში უვარგისი თუ ვინ. მთავარია ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის და საქართველოს სახელით მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცილობლად გახდება ბიძგი, რომ ჩვენ მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. ეს გადაარჩენს ამ შემთხვევაში 78-ე მუხლის დარღვევისგან ჩვენს სახელმწიფოს. შესაძლოა, პარლამენტმა დაარღვია 78-ე მუხლი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე”, – განაცხადა კორძაიამ.
