“ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, რუსეთის ანექსიაზე რატომ ვსაუბრობთ?” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის მხრიდან ანექსიის მცედლობად ვერ მიიჩნევს.
ანექსიის მცდელობას, მე, ვერ დავარქმევდი, რა თქმა უნდა, ზოგადად, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ამდენი ხანია, მათ შორის. რისკები არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ/ვხედავდით ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ ვსაუბრობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?