საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ ამბავს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიკაციის გამო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს:
“დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს , აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა.
ვფიქრობ ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი რა თქმა უნდა უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის.
ასევე ჩვენი გუნდის
წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე”, – წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
