ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება გადაიხედოს

ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ -ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება გადაიხედოს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტისადმი საქართველოს პრეზიდენტის ს ღია წერილს აფასებს. ექსპერტი ჟურნალისტებთან საუბრისას იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამოასწორებს იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ თავის დროზე აშშ-ს ჰქონდა გარკვეული რეაგირება სადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილ ღია წერილზე და იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი რეაქციას არც მიხეილ ყაველაშვილის წერილზე დააყოვნებს.
„ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელიც აკაცუკური და პირიქითა სექტის ქილიკისა და დაცინვის საგანი გახდა. მაგრამ ამ ღია წერილს მოყვა 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური მოლოცვა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ და მის გამოქვეყნებას დღესაც ვერ ბედავს აშშ-ს საელჩოს სოციალურ გვერდი. ჩვენ დავინახეთ, რომ ეპისტოლარულ ჟანრსაც მოაქვს თავისი შედეგები. თუმცა, ამ ეტაპზე არ მინდა კარტები გავხსნა და ვისაუბრო, თუ რითაა განპირობებული აშშ-ს ადმინისტრაციის კრავთა დუმილი საქართველოსთან მიმართებით. შეიძლება ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ გადაიხედოს ის უსამართლო გადაწყვეტილება, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციამ სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტით მიიღო.
ჩვენ არ ვითხოვთ ამერიკისგან არც სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არც თავისუფალი ვაჭრობს დაწესებას, მაგრამ ტრამპისგან ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკის ეს კომპონენტი შეიძლება მარტივად გადაიჭრას – ტექნიკური საკითხია, ვინმე სპიკერი გამოუშვას სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თქვას, რომ წინამორბედი ადმინისტრაციის ეს გადაწყვტილება [ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება] ანულირებულია და საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები გაგრძელდება,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ამ თემაზე:
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით რაც გავიგონეთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, არის სრული სიყალბე, იმიტომ, რომ სამიტის წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყანა უნდა იყო, როგორიც სომხეთი, აზრებაიჯანი და კიდევ 12 სახელმწიფოა

დღეს ჩვენი ქვეყანა სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. უახლოეს პერიოდში, ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაძლიერდება როგორც უცხო ქვეყნებისგან, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისგან, ეს გამოწვევა კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და გონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვს