„ამ ქვეყნისთვის პრობლემა ერთი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და მეორეც“ – ბექა დავითულიანი ე.წ. „რუსულ კანონზე“

როგორ არ უნდა მაწუხებდეს, როცა ამდენი ადამიანი განიცდის რაღაცას და აქვს გარკვეული შიშები. რა თქმა უნდა, მაწუხებს. ვფიქრობ ამ ადამიანებზეც და ბევრ სხვა რამეზეც, რა ელის ამ ქვეყანას, – ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ქვეყნისთვის პრობლემა ერთი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და შეიძლება რისკებს შეიცავდეს მეორეც.
„ყველა თავის გადაწყვეტილებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ვინც ხელს აჭერს და არ აჭერს ღილაკს. ამ ქვეყნისთვის პრობლემა ერთი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და რისკებს შეიცავს მეორეც. მე არ მგონია ნორმალური, რომ პარლამენტარი, კანონმდებელი კანონის მიღებისთვის სანქცირდება, ეს ჯანსაღ პროცესია, თუმცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და თუ ვინმე ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილeბას მიიღებს, მისი საქმეა.
როგორ არ უნდა მაწუხებდეს, როცა ამდენი ადამიანი განიცდის რაღაცას და აქვს გარკვეული შიშები, რა თქმა უნდა, მაწუხებს. ვფიქრობ ამ ადამიანებზეც და ბევრ სხვა რამეზეც, რა ელის ამ ქვეყანას. მაგრამ მეორე შემთხვევაშიც ბევრი რამ შეიძლება ელოდეს და არ შეიძლება ცალმხრივად განხილვა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.