ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია

ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია და ციხეშიც არ არის, საავადმყოფოშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, ს ირგვლივ ნებისმიერი აქტივობა, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესში არ არის.
„არავის სჯერა, რომ ეს ხელმოწერები თუ სხვა აქტიურობა ქართული საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესშია. ხალხი აქცენტს გააკეთებს მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და პრაგმატულ პოლიტიკაზე“, – აღნიშნა ზარქუამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ