ფლორა და ფაუნაSci-Techმეცნიერება
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
ფოტო: The Swaddle
24
წაკითხვა
სიგარეტის ნარჩენებს, როგორც ჩანს, ფრინველები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ — New York Times-ის უწყებით, ევროპაში წიწკანები სიგარეტის ნამწვებს აგროვებენ. მიზეზი ისაა, რომ თამბაქოსა და სიგარეტის ნამწვებში ბუნებრივი და სინთეზური ტოქსინებია, რომლებიც პარაზიტებს აფრთხობს. ეს შეიძლება ევოლუციის უჩვეულო შედეგად მივიჩნიოთ, რომელიც ეკოლოგიურმა პრობლემამ გამოიწვია.
ამას ნაშრომი მოწმობს, რომელიც ჟურნალში Animal Behavior გამოქვეყნდა. ევრაზიულ წიწკანებს სიგარეტის ნარჩენები თავიანთ ბუდეებში მიაქვთ, ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მკვლევრებმა კი დაადგინეს, რომ ნარჩენებში არსებული აქროლადი ნაერთები, სავარაუდოდ, ფრინველებს “პარაზიტებისა და მათი გავლენის” თავიდან არიდებაში ეხმარება.
მკვლევრებმა ექსპერიმენტებით შეამოწმეს, მოქმედებდა თუ არა ფრინველების ჯანმრთელობაზე ბუდეში სიგარეტის ნამწვების არსებობა, შედარებული საკონტროლო ჯგუფთან. ზოგიერთ შემთხვევაში მკვლევრები ბუნებრივ ბუდეს ხელოვნური ხავსისა და ბამბისგან დამზადებული სტერილური ბუდით ანაცვლებდნენ; ამას ბარტყობის პერიოდის მეხუთე და მეათე დღეებში აკეთებდნენ.
მათდა გასაკვირად, სიგარეტის ნამწვებიან ბუდეშიც და სტერილურ ბუდეებშიც ბარტყებს “მნიშვნელოვნად მომატებული ჰქონდათ ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონე, რაც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ფიზიოლოგიურ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს”.
პარაზიტები, მათ შორის ტკიპები და რწყილები, უფრო ხშირი იყო საკონტროლო ჯგუფის მეტად ბუნებრივ ბუდეებში, რომლებშიც უცხო მასალა არ ყოფილა.
ცნობისთვის, ეკოლოგმა კონსტანტინო მასიას გარსიამ NYT-ს თავისი გუნდის დაკვირვება გაუზიარა, რომ მთიულასებრნი და ბეღურები მეხიკოში “სიგარეტს შლიან”. მისი ვარაუდით, შიგნით არსებული ბოჭკოები შეიძლება ფრინველებს პარაზიტებისგან იცავდეს.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სიგარეტის ინგრედიენტები შეიძლება ინვაზიურ ბუზებსაც აფრთხობდეს დარვინის მთიულების ბუდეებში, გალაპაგოსში.
საინტერესო ისიც, რომ 2017 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში მდედრმა სახლის მთიულებმა ბუდეში უფრო მეტი სიგარეტის ნამწვი მიიტანეს, როცა მკვლევრებმა შიგნით ცოცხალი ტკიპები მოათავსეს. გამოდის, ფრინველთა ზოგიერთ სახეობაში ეს შეიძლება დამკვიდრებული რეაქცია იყოს პარაზიტების რისკის მატების საპასუხოდ.
ასეა თუ ისე, რთულია უგულებელვყოთ სიგარეტის ნამწვების ეკოლოგიური გავლენა. ყოველწლიურად ტრილიონობით ასეთ ნარჩენს ყრიან, გარემო კი პლასტმასის პოლიმერებით ნაგვიანდება, რომლებიც ბუნებრივად რთულად ნადგურდება. შედეგად გარემოში მავნე ქიმიკატები ჟონავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს10232 ნახვა
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს7284 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული3738 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3272 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს2991 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
გადახედვა
კოსმოსი
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მეცნიერება
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
კოსმოსი
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს