“ამ ფოტოდან 12 წელია გასული, მაშინაც მეგონა, რომ უამრავი პრობლემა მქონდა ვიზუალურად”– თიკა ფაცაციას გამოქვყნებულმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

· 45
თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით სოციალურ ქსელებში ე.წ. ფილტრების გამოყენებაზე ისაუბრა.
„გავხდე უკეთესი „მე“, ალბათ, არ გულისხმობს ფილტრების გამოყენებას. ამ ფოტოდან 12 წელია გასული. მაშინაც მეგონა, რომ უამრავი ხარვეზი და პრობლემა მქონდა ვიზუალურად. არავის ჭკუას არ ვასწავლი, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დროსთან ერთად ვიცვლებით და ეს არის კარგი, ჯანსაღი, სასურველი და რეალისტურიც. ყველას გვაქვს მუწუკის და ნაოჭის დარდები, მაგრამ ესეც ბუნებრივი პროცესია“ – წერს ტელეწამყვანი.