“ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ…” – ინგა გრიგოლია

ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ (ბევრი ვიფიქრე და გამოსავალი ეს მგონია) – ქოცების მომხრეებმა, თუ მათ სურთ ტერორის შეჩერება ქვეყანაში, რაც, დარწმუნებული ვარ, მათაც ანადგურებს მორალურად, თავად უნდა დაუფიქსირონ, რომ სასწრაფოდ, ყოველგვარი მაგრამის გარეშე განთავისუფლდეს ყველა დაჭერილი პოლიტიკური პატიმარი და დაინიშნოს ახალი . თუ მართლა ადარდებთ ქვეყანა, თავად უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სათითაოდ და ხმამაღლა დაუფიქსირონ ივანიშვილს, რომ ემიჯნებიან ტერორს, რასაც გვიწყობენ. არ ვუყვარვართ, ვერ გვიტანენ, მაგრამ ემიჯნებიან ამ ჯოჯოხეთს და როგორც გამოსავალი, ისე შესთავაზონ. მერე წავიდნენ და ისევ ოცნებას მისცენ ხმა, ვინც მართლა აძლევს. ახლა ესაა ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გადაარჩენს ! ვფიქრობ, ვფიქრობ და სხვა ვერაფერი შეაჩერებს იმ კოშმარს, რაც ქუჩებში ხდება. თავისივე მომხრეების პოზიცია თუ შეაჩერებს ამას,სხვა არაფერი!

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია