ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა – გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი მუმლაძე პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მუმლაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას და ერთიანობის განცდას.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი.
“ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს და უპირველესად, უნდა ესმოდეს, რომ არცერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ ერთიანობა დაირღვეს, პარტია შესუსტდეს. ამიტომ, ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა. ამის შემდეგ მოწვეულ იქნეს მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების მიხედვით, ასევე ს ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით. სწორედ ეს პოლიტსაბჭო აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს.
მთელი 2024 წლის განმავლობაში სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას. ყველა განაწყენებული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ჰყავს წარმომადგენელი პარტიის მართვაში და ამ კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, ლევან ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა აიღოს. ბოლოს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ ღირსეულად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ერთად დავსხდეთ და, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეში ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე”, – განაცხადა მუმლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოძალადე “ჟურნალისტისთვის”, მზია ამაღლობელისთვის, კრიმინალი ნიკა გვარამიასთვის, უსინდისობისთვის პატიმრებისგან სამართლიანად ნაგინები ექს-ომბუდსმენი ნინო ლომჯარიასთვის “პრიზების” გადაცემა ადასდტურებს, თუ რა ჭაობშია “დიპ სთეითი”

თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? კანონი ყველასთვის კანონია – არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს, დააშავებ-დაისჯები!