“ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს” – ნატალია ყიფშიძე წერს, რომ სასამართლოში დაიბარეს

ყიფ­ში­ძე­ე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წარ­მომ­დგე­ნე­ლი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მაზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მია შედ­გე­ნი­ლი 174 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით, რაც შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“გახ­სოვთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­ცი­ლით რომ მოვ­ყე­ვი ბო­ტებ­მა ჩემი ნო­მე­რიც გა­ი­გეს – მეთ­ქი? თურ­მე სა­სა­მარ­თლო­დან მი­რე­კავ­დნენ. 20 მა­ისს პრო­ცე­სია და­ნიშ­ნუ­ლი: ჩემ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მია შედ­გე­ნი­ლი 174 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით, რაც შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
წელს 23 წლის ვხდე­ბი და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერთ წარ­მოდ­გე­ნილ სცე­ნარ­ში სა­სა­მარ­თლო­ში არ ვმჯდარ­ვარ. არ­ცერთ წარ­მოდ­გე­ნილ სცე­ნარ­ში არ მით­ვალ­თვა­ლებ­და ადა­მი­ა­ნი და მან­ქა­ნით არ მომ­ყვე­ბო­და. თვე­ზე მე­ტია აქ­ცი­ა­ზე ვართ, ვიბ­რძვით სამ­შობ­ლოს­თვის. ვიბ­რძვით იმ გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად რომ­ლის­გა­ნაც გაქ­ცე­ვის სურ­ვი­ლი არ გვექ­ნე­ბა. ვიბ­რძვით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის. ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­როთ. ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ ოკუ­პან­ტე­ბის­თვის ჩვე­ნი მიწა “დაჩა” არ გახ­დეს. ამ სა­სა­მარ­თლო­ში და­ბა­რე­ბით უნ­დათ რომ შე­მე­შინ­დეს, ჩა­ვი­კე­ტო სახ­ლში და გა­მოს­ვლა არ მო­მინ­დეს. თუ გავ­ჩერ­დე­ბით და პი­რის ამო­კერ­ვის უფ­ლე­ბას მივ­ცემთ ისე­დაც გა­ვიღ­ვი­ძებთ ისეთ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მელ­შიც სახ­ლში გა­მო­კეტ­ვას გვა­ი­ძუ­ლე­ბენ. დღეს ცდი­ლო­ბენ სი­ტყვის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას: თურ­მე ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი სა­მარ­თლებ­რივ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვს. მე მა­ინც სწორ მხა­რეს ვდგა­ვარ იქ სა­დაც რუ­სულ რე­ჟიმს არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა და ში­შის ფაქ­ტო­რი მხო­ლოდ დე­და­ჩე­მის რის­ხვა დარ­ჩე­ბა მას­ზე მაღ­ლა ვერ ახ­ვალთ”, წერს ნა­ტა­ლია.