“ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ” – საგანგაშო დოკუმენტის დეტალები – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ორ საათზე ნაკლები რჩება – ევროდეპუტატები შეკრებას ცოტა ხანში დაიწყებენ, მანამდე კი მედიასთან დოკუმენტის შესახებ საუბრობენ.
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოსა და EU-ს შორის ურთიერთობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
“საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ” – აღნიშნავს ევროდეპუტატი, რომელიც ასევე ამბობს, რომ დოკუმენტი ივანიშვილის რეჟიმისთვის ბოლო გაფრთხილებაა, რათა გამოიღვიძონ და სწორი მიმართულებით მოძრაობა დაიწყონ.
“ეს არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გზავნილი თბილისისთვის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე მოძრაობდეს პოზიტიური მიმართულებით, პირიქით, დრაკონული კანონების მიღება და უფრო მკაცრი წესები შემოდის, მატულობს ძალადობა ქუჩებში. ამიტომ რეზოლუციას “ქართული ოცნება” სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ვაფორმებდით, დემოკრატიული კრიტერიუმების შესრულება ყველაზე მთავარი პირობა იყო. გარდა ამისა, არის მოწოდება, რომ გადაიხედოს ეკონომიკური თანამშრომლობა. მთლიანობაში, ეს არის ძალიან საგანგაშო რეზოლუცია და ბოლო გაფრთხილება რომ გამოიღვიძონ და დაიწყონ მოძრაობა სწორი მიმართულებით”. – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ს ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე “რიჟა”, “არქის” მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.