ამ პროცედურის შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკურ “ქვეწარმავალთა” სრიალს გარდა ესთეტიკური და ვიზუალური უსიამოვნებისა, რაიმე საშიში და ფატალური საფრთხე აღარ ექნება

ამ პროცედურის შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკურ “ქვეწარმავალთა” სრიალს გარდა ესთეტიკური და ვიზუალური უსიამოვნებისა, რაიმე საშიში და ფატალური საფრთხე აღარ ექნება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი დარეგულირდება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ცვლილებების შედეგად ევრობიუროკრატები ვეღარ ჩაატარებენ სემინარებსა და სხვადასხვა ტიპის ანტისახელისუფლებო სწავლებების ჩატარებას ახალგაზრდებისთვის.
„ამ ყველაფერს უკვე გამოცდილი ანტიკორუფციული ბიურო გააკონტროლებს, რომლის შექმნის აუცილებლობას ასე დაჟინებით მოითხოვდნენ ჩვენგან ევრობიუროკრატები და ამისთვის მათ დიდი მადლობა“- წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით უნებართვოდ გრანტის შემოტანისა და ამ გრანტით სარგებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღებ პირს ან ორგანიზაციას ჯარიმა დაეკისრება.
„Milking a snake – ანუ, გველის შხამის ექსტრაქცია. ასე დავარქმევდი პარლამენტის მიერ დაინიცირებულ ცვლილებებს. ამ პროცედურის შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკურ “ქვეწარმავალთა” სრიალს გარდა ესთეტიკური და ვიზუალური უსიამოვნებისა, რაიმე საშიში და ფატალური საფრთხე აღარ ექნება. ვერც უნებართვოდ შემოიტანენ აქ გრანტებს და ისარგებლებენ ამ ფინანსებით, ხოლო თუ ვინმე გაბედავს – ორმაგი ჯარიმების გადახდა მოუწევთ, და ვერც ლექციებით, სემინარებით თუ ტრენინგებით მოგვიშხამავენ ახალგაზრდებს, თავისი ვიწროპილიტიკური მავნებლური სწავლებებით. ამ ყველაფერს კი უკვე გამოცდილი ანტიკორუფციული ბიურო გააკონტროლებს, რომლის შექმნის აუცილებლობას ასე დაჟინებით მოითხოვდნენ ჩვენგან ევრობიუროკრატები და ამისთვის მათ დიდი მადლობა,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია