ამ პოლიტიკოსებად წოდებულ სუბიექტებს მათდა საუბედუროდ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მათი ადმინისტრაციის მმართველობის წლები ყველაზე სამარცხვინოდ შევა ისტორიაში

ამ პოლიტიკოსებად წოდებულ სუბიექტებს მათდა საუბედუროდ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მათი ადმინისტრაციის მმართველობის წლები ყველაზე სამარცხვინოდ შევა ისტორიაში
ამ პოლიტიკოსებად წოდებულ სუბიექტებს მათდა საუბედუროდ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მათი ადმინისტრაციის მმართველობის წლები ყველაზე სამარცხვინოდ შევა აშშ ისტორიაში! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარს, რომლის თქმითაც, „პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“.
გვენეტაძის თქმით, მილერებს და მის პატრონებს ვერ გაუცნობიერებიათ ელემენტარული ჭეშმარიტება – თავი დაანებონ სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში ხელების ფათურს და საკუთარ ჩაოხრებულ საქმეებს მიხედონ.
„ამათზეა ნათქვამი: “ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო”!
დიახ, ამ ადამიანებს ვერ გაუცნობიერებიათ თუ რა დღეში ჩააგდეს ჯერ უპირველესად საკუთარი ქვეყანა და მერე მთელი მსოფლიო!
ამ ბედის უკუღმართობით დროებით აღზევებულთ, ვერ გაუცნობიერებიათ თავიანთი პოლიტიკით თუ რა უბედურება დაატეხეს თავს უკრაინელ ხალხს და მათთან მოთანამშრომლე 30 ათას ავღანელს!!
მათ ვერ გაუცნობიერებიათ ელემენტარული ჭეშმარიტება – თავი დაანებონ სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში ხელების ფათურს და საკუთარ ჩაოხრებულ საქმეებს მიხედონ!
ამ პოლიტიკის აბლაბუდაში გახლართულების უბადრუკ აზროვნებაზე ისიც მიუთითებს, რომ მათ საქართველოში თავიანთ დასაყრდენად გვარამია, ლომჯარია, გიგაური, ხატია, ჭიჭიკო, პატიკო…ჰყავთ და ამ ჭკუა-გონებაზე ნაფტალინგადაყრილებს ყოველ წუთს ფულებს უგზავნიან და ყოველ მომდევნო თვეს მედლებით აჯილდოებენ!
ამ პოლიტიკოსებად წოდებულ სუბიექტებს მათდა საუბედუროდ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მათი ადმინისტრაციის მმართველობის წლები ყველაზე სამარცხვინოდ შევა აშშ ისტორიაში!
იმ ქვეყნის ისტორიაში, სადაც მმართველები იყვნენ: ვაშინგტონი, ლინკოლნი, რუზველტი, რეიგანი!
მილერებს და მის პატრონებს არ უნდა გაიგონ, რომ სულ მცირე 4 თვის შემდეგ, ისინი ისტორიის სანაგვეზე იქნებიან მოსროლილნი, თავად მისი უდიდებულესობა ამერიკელი ხალხის მიერ (თუ უკვე არ არიან)!
ამიტომაც უნდა იცოდეს ყველამ მტერმა და მოყვარემ – მილერები, ბაიდენები, ზეიები, ბლინკენები…. მიდიან და მოდიან ქართველი და ამერიკელი ხალხი რჩება. მათი მეგობრობა გრძელდება და ძლიერდება!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.
Previous: ტრამპის მიერ დასახელებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უკრაინაში ომის შეჩერების მომხრეა

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს