ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები

ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები
ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობაში, ისინი ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა.
„თქვენ იცით, რომ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, იყო უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა წინა საარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება ს დღეს, პროცედურები წარიმართა არსებითად ელექტრონული წესით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დაითვალა ელექტრონული წესით.
აქედან გამომდინარე, ოპოზიცია შეეჯახა ელექტრონულ აპარატებს და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები, შესაბამისად, შესადავებელი საერთოდ არაფერია.
აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ბუნებრივია, არის მძიმე მდგომარეობაში ამიტომ ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო ირწმუნებოდა, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ არის, თუმცა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გაირკვა, რომ „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას იგი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს