ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროული გახლავთ – ლევან ნიკოლეიშვილი სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.
ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროულია, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს.
„სულ ახლახან მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე გაჟღერდა რამდენიმე საკანონმდებლო სიახლე, აქედან ორის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახლდათ. გამჭვირვალობის კანონს, რომელსაც მავნებელმა ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა გამიზნულად დაარქვეს რუსული კანონი, ამჯერად ამერიკული „ფარას“ ასლი კანონი იქნება მიღებული. მედიასთან დაკავშირებით ბრიტანული კანონი იმოქმედებს, მიუხედავად იმისა რომ რადიკალებმა შეიძლება ამერიკულს და ბრიტანულ კანონებსაც კი შეიძლება რუსული უწოდონ. ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე კი გახლავთ ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღდგენილი იქნება მუხლი ღალატის შესახებ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან. ვფიქრობ, რომ ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროული გახლავთ, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს,“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს