ამ “მეგობარ აქტს” სინამდვილეში უნდა ერქვას უმადური აქტი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ MEGOBARI ACT, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას მოითხოვს, ქართველი ხალხისა და ივანიშვილის რეჟიმის წინაშე უმადურობის გამომხატველი აქტია.
რაც შეეხება ამ აქტის ცინიკურ სახელწოდებას, “მეგობარი აქტი” სავსე არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებით. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ და დაფიქრდეს ყველა, მათ შორის, უილსონი, რომელიც ხშირად ახსენებს ხოლმე, რომ მის ვაჟთან ერთად ქართველი სამხედროები იბრძოდნენ ავღანეთში, არავინ ისე არ დაუდგა გვერდში შტატებს ავღანეთში, როგორც საქართველო. ამ “მეგობარ აქტს” სინამდვილეში უნდა ერქვას უმადური აქტი, რადგან ეს არის აქტი უმადურობისა ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიმართ”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა