ამ მასშტაბის ერთჯერადი ფინანსური ზიანი, რაც კალაძე-ღარიბაშვილმა ქვეყანას მიაყენა, უპრეცედენტოა, ეს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯების 4 პროცენტზე მეტია –

ამ მასშტაბის ერთჯერადი ფინანსური ზიანი, რაც კალაძე-ღარიბაშვილმა ქვეყანას მიაყენა, უპრეცედენტოა, ეს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯების 4 პროცენტზე მეტია –
საქართველომ დაიწყო რუსული “ინტერრაოსათვის” საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული 139 მილიონი დოლარის გადახდა. პირველი ტრანში 31 დეკემბერს გადაირიცხა, ბოლო გადახდა 2028 წლის ივლისში მოხდება, – ამის შესახებ ევროოპტიმისტების ლიდერი, ფინანსისტი, რომან გოცირიძე იუწყება.
მისივე თქმით, წინ ნამახვანის 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა გველის. გოცირიძის დათვლით, ორივე ერთად აღებული 1,5 მილიარდი ლარია, ზუსტად იმდენი, რამდენიც ანაკლიის პორტის აშენებეას სჭირდება.
“საქართველომ დაიწყო რუსული “ინტერრაოსათვის” საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული 139 მილიონი დოლარის გადახდა. პირველი ტრანში 31 დეკემბერს გადაირიცხა, ბოლო გადახდა 2028 წლის ივლისში მოხდება,ეს “ოცნების” კორუმპირებული ხელისუფლების, კერძოდ კი მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ გაფორმებული დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო მოხდა. წინ ნამახვანის 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა გველის. ეს ღარიბაშვილის შემოქმედებაა. ორივე ერთად აღებული 1,5 მილიარდი ლარია, ზუსტად იმდენი, რამდენიც ანაკლიის პორტის აშენებეას სჭირდება. ისე ჩაიარა თბილისში არჩევნებმა, რომ კალაძისადმი პრეტენზია მისი შარვლის სიგრძე-სიგანე-ფერისადმი უფრო მეტი იყო ( თუმცა, გაგეცინებოდა მართლა), ან იმაზე, მის ცოლს რომელი ფირმის რა ღირებულების ყელსაბამი ეკეთა, ვიდრე მის რეალურ დანაშაულებზე. თვეები ეთმობა ხოლმე ტელევიზიებში ოპოზიციისა თუ ოპომენცარი ექსპერტების მიერ ხელისუფლების მისამართით მესამეხარისხოვანი პრეტენზიების განხილვას, ისეთ აბსურთულ თემებზე მსჯელობას, თუ როგორ დააპატიმრებს ყოვლისშემძლე ივანიშვილს, როცა მასშტაბური ხასიათის დანაშაულებზე ერთი სიუჟეტით ან რომელიმე ერთი პარტიის ერთი განცხადებით თუ შემოიფარგლებიან. ამ მასშტაბის ერთჯერადი ფინანსური ზიანი, რაც კალაძე-ღარიბაშვილმა ქვეყანას მიაყენა, უპრეცედენტოა. ეს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯების 4 პროცენტზე მეტია. უამრავი ჭკვიანი ეკონომისტია ქვეყანაში და ცუდია, რომ ტელევიზიებში გამოჩენას რამდენიმე თუ ბედავს. ამიტომ მედიის კრიტიკა ამ მხრივ მთლად ობიექტურიც არ იქნება,” – წერს რომან გოცირიძე სოალურ ქსელში.