სერია A-ს მე-15 ტურში “ნაპოლი” “ლაციოსთან” შინ 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ DAZN-თან ისაუბრა.
“ლაციოსთან” შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ.
თამაშის ხარისხით იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ ისეთ კარგ გუნდს, როგორიც “ლაციოა”. რომაელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.
ვიცი, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები შეგვხვდება. მაგრამ ეს
არის ის, რისი ხილვაც მსურს, ვგულისხმობ იმას, რომ გუნდი არასდროს არ უნდა დანებდეს.
საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბიჭები ბევრს მუშაობენ. ჯერ მხოლოდ 5 თვე გავიდა რაც აქ ვარ, შრომა უნდა გავაგრძელოთ”, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ატალანტას” 2 ქულით ჩამორჩება, “პარტენოპეი” მორიგ შეხვედრას 12 დეკემბერს, “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართავს.