“ამ მანიფესტმა მიზანს მიაღწია” – დოიაშვილი

დათო დოიაშვილის „ახალი თეატრი“ , საპროტესტო მანიფესტის მორიგ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში გამართავს.
როგორც „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელმა დათო დოიაშვილმა ახალციხეში წასვლამდე ჟურნალისტებთან განმარტა, ხელოვანების მანიფესტმა მიზანს უკვე მიაღწია.
“მგონია, რომ ამ მანიფესტმა მიზანს მიაღწია. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა დიალოგისთვის. სწორედ, ამისთვის ჩავდივართ რეგიონებში. მე პირადად ძალიან ბევრი კუთხე სხვანაირად დავინახე, მათი პრობლემები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვესაუბრებით ხალხს, ვისმენთ მათ პრობლემებს. ჩემთვის კიდევ უფრო გასაგები გახდა, რომ არა მარტო ჩვენ მსახიობებმა [რეგიონებში] უნდა ვიაროთ, არამედ ყველამ უნდა ვიაროთ, რადგან დიალოგი დაიძრას და ამუშავდეს. აი, ეს არის მთავარი. ჩვენ ახლა ახალციხეში მივდივართ და მგონია, რომ დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იქნება.”- განაცხადა დოიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა