“ამ კაცში მამაკაცური თვითშეგნებაა განადგურებული” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალი, ნაირა გელაშვილი, მზია ამაღლობელის პროცესს და პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის ჩვენებას, “მაუწყებლის პოდკასტში” ეხმაურება და ამბობს:
პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი? პირველ რიგში ხომ ადამიანი, რაინდი, მამაკაცი ხარ? ეს არათუ საქართველოს ტრადიციაში და ფსიქოლოგიაში არის სრულიად ახალი მოვლენა, არამედ სრულიად კავკასიაში. ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრესტომატიაში ისტორიულ მაგალითად, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. რანაირად შეიძლება, დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და ღირსებაშელახულმა დასუსტებული ხელი გამოგიქნია და რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა… ვისაც ეს არ ესმის, რა კატასტროფაა მორალური, სირცხვილის განცდა არ აქვს… ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგნებაა განადგურებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ