ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ერთი. და მეორე, რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის, როგორ იყო ჩართული გლობალური ომის პარტია საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს გლობალურ ომის პარტიას – რა ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის თუნდაც 14-წლიანი ინტერვალით, ამიტომ ვერავის ვერ დააშანტაჟებენ, იმიტომ, რომ ვერავითარი ინფორმაცია ვერ იარსებებს, ერთადერთი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაციას, ეს არის ჩვენი გუნდის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ “შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია.”