“ამ თვითმარქვია პარლამენტის თავმჯდომარეს დარწმუნებული ვარ, რაც უთხრეს იმას იძახის” – მეღვინე, პაპუაშვილის განცხადებაზე

„მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი, ვასილ მანაგაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას BMGTV-ს გადაცემაში „საქმის კურსი“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ის არა ღვინის სექტორზე, არამედ იმ მსხვილ 7-8 კომპანიაზე ზრუნავს, რომლებიც ხელისუფლებას აფინანსებს.
საქმე ისაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა.
მეღვინის განმარტებით, აღნიშნული განცხადება არის აბსურდი და რაც დავალებული ჰქონდა ის თქვა, რადგან სწორედ ევროკავშირის ქვეყნების დახმარებით მოხდა ქართული ღვინოს განვითარება და სტანდარტიზება.
„ჩემი პირადი აზრია, რომ ამ თვითმარქვია პარლამენტის თავმჯდომარეს დარწმუნებული ვარ რაც უთხრეს, იმას იძახის. ან ყველაზე კარგ ვარიანტში ყური მოჰკრა ვიღაც ბობოლა მეღვინეებთან და უნდა, რომ თავი გამოიჩინოს და მერე საღამოს ხელი გადაუსვან. ჩალის ფასი აქვს მის ნათქვამს, იმიტომ რომ ეს არის აბსურდი.
როგორ შეიძლება, რომ ევროკავშირი იყოს ცუდი დარგისთვის, როდესაც ამდენი წელია გერმანიის მთავრობა თუ სხვადასხვა ქვეყნები გვეხმარებიან. ამასთან საგულისხმოა, რომ ჩვენი კანონი „ვაზისა და ღვინის კანონი“ ყველაზე დახვეწილი და ყველაზე მორგებული კანონია. ამიტომაც, ქართული ღვინო ლიდერი პროდუქტია რაც ევროკავშირში შედის. ამისთვის ბევრი რეფორმა ჩავატარეთ. რასაკვირველია ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, რაც ევროკავშირმა შეიძლება მოიტანოს, ამას თავისი მოთხოვნებიც მოჰყვება. რასაკვირველია, ევროპაში არის შესაბამისი კანონები და წესები, რომელიც ბიზნესმა უნდა გაიგოს. იმიტომ, რომ შენ თუ გინდა ბოთლი ღვინო 1.20 დოლარად კი არა, არამედ 5 ევროდ გაყიდო, წესები უნდა დაიცვა. ამათ ეს წესების დაცვაც არ აწყობთ. იმიტომ, რომ ეს წესების დაცვა ნიშნავს, რომ აიკრძალოს ფალსიფიკაცია, აიკრძალოს კონტრაბანდა, რაშიც ჩვენი დარგის ბობოლები ყელამდე არიან. აქედან გამომდინარე, მთელი მაგათი ბიზნესი ამ კრიმინალზეა აწყობილი“, – ამბობს მეღვინე.
მისივე განმარტებით, რომ არ იყვნენ ის პატარა და საშუალო ზომის მარნები, ღვინის ბაზარზე უარესი მდგომარეობა იქნებოდა.
„ჩვენ საბედნიეროდ ამ პოსტსაბჭოური პერიოდიდან გარღვევა შევძელით. ძალიან ბევრი რეფორმა ჩატარდა და ბევრი სტანდარტი ავწიეთ, ს ემბარგოს პერიოდში.
საქართველოში დღეს რეგისტრირებულია დაახლოებით 2500 ღვინის მწარმოებელი კომპანია. ამ კომპანიების ბედს 7-8 ადამიანი წყვეტს. რომ არ იყვნენ პატარა და საშუალო ზომის მარნები, ჩვენ ალბათ კატასტროფა გვექნებოდა. ამასთან, არიან ინდუსტრიული დიდი ქარხნები, რომლებიც ამ აქციების პერიოდშიც და თავიანთი შეხედულებითაც ქართველი ხალხის გვერდით არიან.
სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, რომ მოხდეს ხარისხის კონტროლი. დღევანდელი მდგომარეობით, ხელშეწყობილი არის მოდუნებული პოზიცია, რომ არავინ არ გვყავდეს უკმაყოფილო, ხარისხზე არავინ არ ზრუნავს და ბევრი სახელმწიფო ჩინოვნიკი არის სირაქლემას პოზიციაში“, – განაცხადა მანაგაძემ.