“ნაპოლისთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “რეალის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის თავის მომავალზე კითხვა დაუსვეს, თუმცა იტალიელმა ამ თემაზე საუბარი იუარა.
“საშუალებას მოგცემთ, რომ კიდევ ერთი შეკითხვა დამისვათ. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ამ თემაზე საუბარი ამ მსურს”, – აღნიშნა გამოცდილმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის სახელს დიდი ხანია ბრაზილიის ნაკრებს უკავშირებენ.