ამ თამაშის პოზიტიურად დასრულება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან კარგ ხასიათზე ჩავალთ ევროპის ჩემპიონატზე – კვარაცხელია

ვფიქრობ, ამ თამაშის პოზიტიურად დასრულება, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ჩავალთ, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, მ მონტენეგროსთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“კარგი სპარინგი იყო, მით უმეტეს, კარგ მეტოქესთან. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ მათ, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ ჩემი მოსაზრებით. ბევრი ახალი რაღაც, რაც გვქონდა ტაქტიკურად, გამოვიყენეთ. ვცადეთ ახალი რაღაცები, რაც მწვრთნელთან ერთად გავიარეთ და ვამზადებდით ამდენი ხანი. ვფიქრობ, ეს თამაში წაგვადგება ჩვენ ევროპის ჩემპიონატისთვის“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც პოდგორიცაში გაიმართა, საქართველოს სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ