საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში გასვლაზე ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მიმართა.
“ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა.ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს.
ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე.
მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება.წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ.
თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს”, – დაწერა მამარდაშვილმა.
“სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა – შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები” – რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? – ფაბრიციო რომანო “ლივერპულის” გადაწყვეტილებაზე
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებული პენალტი, რეკორდი და სამი გაშვებული გოლი (ორი რიკოშეტით) – “ლივერპული” “სიტისთან” დამარცხდა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა – როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში?
დღეს – პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და “მამარდას” დიდი მატჩი




