“ამ ეტაპზე ისრაელ-“ჰამასის” შეთანხმების არანაირი მოლოდინი არ არსებობს… ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ”, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მას ჟურნალისტებმა შეთანხმების გარდა, ბრძოლის შეჩერებასა და მძევლების გათავისუფლების პერსპექტივაზეც ჰკითხეს, რაზეც პრეზიდენტმა ანალოგიური პასუხი გასცა.
საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმაც ისაუბრა: “ეს არის ძალიან სერიოზული დისკუსიები და მოლაპარაკებები და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი სადღაც მიგვიყვანს”.
