ამ ეტაპზე, ირანი არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები – ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი X-ზე წერს, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს „თავდაცვითი ოპერაციების გაგრძელებას, მაგრამ დაიცავს თავს ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“.
„ლეგიტიმური თავდაცვის უფლების გამოყენება აჩვენებს ირანის პასუხისმგებლობიან მიდგომას რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ. ამ ეტაპზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ დაიცავს თავის ლეგიტიმურ ინტერესებს ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“, – წერს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ