“ამ ესთეტიკურ კაზუსს თურმე რა მარტივი და ბანალური ახსნა ქონია” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, საქართველოში რუსული ნავთობის შემოსვლას, გადასამუშავებლად, ეხმაურება და წერს:

ძაან მაგარ ამბებში ვიჩითებით. გილოცავთ ყველას. რუსული ნავთობის პირველი პარტია შემოვიდა საქართველოში გადასამუშავებლად. უნდა აღვნიშნოთ რამენაირად

ამ ესთეტიკურ კაზუსს თურმე რა მარტივი და ბანალური ახსნა ქონია. მაკა ასათიანის ქარხანაში რუსული ნავთობი შეგრიალდა. როიტერსი ამბობს, მე არა.

ცნობისთვის, კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმის” დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი (70.7%-ის წილით) ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია “მკ კაპიტალია”. რაც შეეხება “ბლექ სი პეტროლიუმის” 29.3%-იანი წილის მფლობელ კომპანია “დუნამისს”, ის 2022 წელს არის დაფუძნებული და 2024 წლის ბოლომდე სხვა სახელით – “მკისა ალმონდის” სახელით ოპერირებდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით ფოცხვერია, რომელიც ამავდროულად სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე “მკისა ჯგუფის” კომპანიების აქციონერია.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის “ბლექ სი პეტროლიუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ასევე არიან ბიზნესმენი კოტე გოგელია და ვახტანგ ჩახნაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა