“ამ ელჩზე ჩვენ რეჟიმის მეთაურებს პრეტენზია არ გააჩნიათ, ხო” – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, , ირანის ელჩის განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში:

ამ ელჩზე ჩვენ რეჟიმის მეთაურებს პრეტენზია არ გააჩნიათ ხო!!!! მხოლოდ ფიშერს ერჩიან!

ცნობისათვის,

„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“ – ეს წარწერა ჰქონდა გაკეთებულია ირანის საელჩოს ღონისძიების მოსაწვევს, რომელიც აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს დაურიგეს.

მოსაწვევის ფოტო სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი სანიკიძემ გაავრცელა.

[ეს თარიღი] გამოდის 1616 წელი – შაჰ აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში.

ანუ ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.

ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მემგონი, კომენტარი ზედმეტია”- წერს სანიკიძე. 

შეგახსენებთ, 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს.