ამ დღიდან ჩვენი ოჯახი, დიდ-პატარა, გავუბედურდით ყველა, დავიჩაგრეთ – მოკლული დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი

ამ დღიდან ჩვენი ოჯახი, დიდ-პატარა, გავუბედურდით ყველა, დავიჩაგრეთ – მოკლული დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი
ამ დღიდან ჩვენი ოჯახი, დიდ-პატარა, გავუბედურდით ყველა, დავიჩაგრეთ. ჩვენისთანა უბედური არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაზე,- ამის შესახებ დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.
თამარ არღვლიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც იმჟამად შს მინისტრი იყო, თავი მოაჩვენა თითქოს არ ფლობდა ინფორმაციას დავით ცინდელიანთან დაკავშირებით და მისი პოვნისთვის ჯილდოც კი დააწესა 10 000 ლარის ოდენობით.
„დღე და ღამე ვაწუხებდით სოზარ სუბარს, დღე და ღამე დავდიოდით მე და ჩემი მეუღლე. ვითომ დაიწყო გამოძიება ავიყვანეთ ადვოკატი. ადვოკატიც გვაშოშმინებდა, შეიძლება ცოცხალია და ამბოხებას ან აქციებს მოაწყობთ შეიძლება არ მოკლანო. იმ მთავრობისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
ვის არ მივმართეთ თხოვნით, რომ დახმარება გაეწია, მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენით. მთელი სვანეთი იყო ამბოხებული. ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ჩამოვიდა სვანეთში და დახვდნენ სვანები სთხოვეს, რომ საჩქაროდ გამოეკვლიათ რა მოხდა და როცა ჩამოვიდნენ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ და შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს. იმან ვითომ გაიკვირვა ვინ არის დათოო. იმ დღესვე სურათები გამოაქვეყნეს გაზეთებში, ცენტრალურ ადგილებში, ვითომ ეძებდნენ, ანონიმურობასაც ჰპირდებოდნენ ვინც იმის ადგილსამყოფელს ეტყოდა. 10 000 ლარის ჯილდოს დაუნიშნავდნენ, ასე მოგვატყუეს“,-განაცხადა თამარ არღვლიანმა.
Previous: სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის ს კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე