ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ – ირაკლი კობახიძე
ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ, -აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი NGO-ების მიერ. ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. ოპოზიციის ლიდერები და მათი NGO-ების ლიდერები ოფისებში იყვნენ შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“
